English version Russian version Armenian version Azerbaijan version Georgian version Kazakh version Turkish version Turkmenian version Ukrainian version
ინსპექცია

ხორცის სავალდებულო ინსპექცია წარმოადგენს კვების პროდუქტების უსაფრთხოებისა და საინსპექციო კონტროლის სამსახურის (FSIS) ფუნქციას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეგანყოფილებაა. ხორცის ყველა პროდუქტმა უნდა გაიაროს ხარისხის შემოწმება. ეს ხორციელდება ფედერალური ინსპექციის ან ცალკეული შტატების ინსპექტორების მიერ. სახელმწიფო ხელფასზე მყოფი ინსპექტორი პასუხისმგებელია მის მიერ შემოწმებული, ადამიანისათვის გამიზნული სამომხმარებლო პროდუქტის სისუფთავეზე, ხარისხიანობაზე, არაფალსიფიცირებულობაზე, მარკირების სიზუსტესა და პროდუქტის ვარგისიანობაზე. FSIS-ის ინსპექტორები ამოწმებენ თითოეულ ცხოველს დაკვლის წინ, შემდეგ თვალყურს ადევნებენ დაკვლის პროცესს, ხორცის დამუშავებას, შეფუთვას, მარკირებას და შენახვის პირობებს. მათი მიზანის დარწმუნდნენ, რომ დაცულია ყველა ფედერალური წესი შტატის კანონები. თუ სერთიფიცირებით დასტურდება პროდუქტის მაღალხარისხიანობა და გამოსაყენებლად ვარგისიანობა, ინსპექტორი მელნიან ბეჭედს ასვამს ხორცზე, ძირითად ჩამონაჭრებსა და პროდუქტის შესაფუთ ყუთებზე.

ხორც-პროდუქტების შემოწმების გარდა, FSIS ინსპექტორები პასუხისმგებელნი არიან თითოეული გადამამუშავებელი საწარმოს სანიტერულ მდგომარეობაზე. სამუშაოს დაწყების უფლების გაცემამდე ინსპექტორები ამოწმებენ აღჭურვილობას, საწყობებს, ხელსაწყოებს და ასევე მომუშავე პერსონალის პირად ჰიგიენას. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად. ხორცის გადამამუშავებელმა ყველა საწარმომ, რომელთა საქმიანობა ნებადართულია ფედერალური ან შტატის ინსპექტორების მიერ, უნდა გაიაროს USDA-ს შემოწმება. ეს უზრუნველყოფილია აშშ-ს მთავრობის მიერ და ხორციელდება ამერიკელი გადამხდელების სახსრებით.

ჩამონაჭრების სპეციფიკაცია და საბითუმო ვაჭრობა

ხორცისათვის ხარისხის კატეგორიებისა და სასარგებლო გამოსავლის დონის მინიჭების გარდა, შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებები პასუხისმგებელნი არიან დაკლული საქონლის დაჭრის მეთოდის და ხორცის ჩამონაჭრების დამზადების ზუსტ განსაზღვრასა და სტანდარტიზაციაზე. ამ შემუშავებული მეთოდების აღწერითა და სტანდარტიზაციით გამარტივდა ხორცის დაჭრისა და საბითუმო რეალიზაციის პროცესი, რადგან პროცესის ყველა მონაწილეს ახლა უკვე შეუძლია ერთ ენაზე საუბარი და ერთიანი საწყისი პარამეტრებით სარგებლობა. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ორგანოების მიერ შემუშავებული ერთიანი დოკუმენტაციის გამოყენება. საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცის თითოეულ ჩამონაჭერს, ისევე როგორც კონსერვანტებით დამუშავებულ და ბოლომდე დამზადებულ ხორცსა და სუბპროდუქტებს მინიჭებული აქვთ ნომრები სათანადო აღწერებით. ეს მონაცემები შესულია ოფიციალურ დოკუმენტში ”ხორცის პროდუქტებით ვაჭრობისათვის შემუშავებული სპეციფიკაციები” (IMPS). ამერიკელი მომმარაგებლებისაგან ხორცის ყიდვის პროცესის გასამარტივებლად, რეკომენდირებულია ყოველ ჯერზე გადახედოთ ”სპეციფიკაციებს”.

Supplemental information

Certificate of Quality and Condition
Source: USDA Agricultural Marketing Service

Meat and Poultry Export Certificate of Wholesomeness
Source: USDA Food Safety and Inspection Service

Veterinary Health Certificate
Source: USDA Animal and Plant Health Inspection Service

Certificate of Origin
Source: J.E. Lowden & Company

Global Business Center, 468 North Camden Drive
Beverly Hills, California 90210
office: +1.310.860.7666
e-fax line: +1.323.395.0707
BIRD FLU INFO
From W.H.O. report
is no pandemic
of bird flu