English version Russian version Armenian version Azerbaijan version Georgian version Kazakh version Turkish version Turkmenian version Ukrainian version
ჩამონაჭრების სპეციფიკაცია და საბითუმო ვაჭრობა

შეერთებულ შტატებში წარმოებული მაღალი ხარისხის ხორცის ყველა სასარგებლო თვისების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხორცის შეფუთვის, გამოყენებისა და შენახვის წესების სწორედ დაცვას. არამართებულად მოპყრობამ და არასწორედ შენახვამ შეიძლება სასარგებლო თვისებები დაუკარგოს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტსაც კი. რამდენადაც ხორცი მალფუჭებადი პროდუქტია, მასთან მუშაობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგია და მკაცრად დაიცვათ დროითი აკრძალვის ყველა წესი, ხორცის დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებით.

როდესაც 70-იანი წლების დასაწყისში ამერიკული ხორცის ინდუსტრიამ შეწყვიტა ვაჭრობა დაუჭრელი დაკლული საქონლით, მაშინათვე აშკარა გახდა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ხორცის შეფუთვის საკითხს, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს პროდუქციის შენახვის დროის გახანგრძლივებას და გაფუჭებისაგან დაცვას. ხორცის შეფუთვისა და შენახვის თანამედროვე მეთოდებს, უპირატესად, საფუძვლად უდევს ვაკუუმური შეფუთვის ტექნოლოგია. ვაკუუმური შეფუთვა, ჩვეულებრივ, გამოიყენება საშუალო და მცირე ზომის ჩამონაჭრებისათვის, ბიფშტექსებისა და როსტბიფებისათვის. ამ პროცესში გამოიყენება სქელი ელასტიური პლასტიკური მასალისაგან გაკეთებული სპეციალური ლამინირებული ჰაერგაუმტარი ტომსიკები. როგორც წესი, უძვლო ხორცი თავსდება ვაკუუმურ ხელსაწყოში, რომელიც ტომსიკიდან გამოდევნის ჰაერს და ასტერილებს მას. ზოგიერთი ხელსაწყოთი შესაძლებელია ჰაერის შეცვლა მცირე რაოდენობის ნახშირბადის ორჟანგით (CO2).

ვაკუუმურ შეფუთვას გარკვეული უპირატესობები აქვს. მათგან უმთავრესია თითქმის უჟანგბადო გარემოს შექმნა, რაც მიკროორგანისზმების ზრდას აჩერებს და, ამ გზით, ზრდის ხორცის ვარგისიანობის ვადას. СO2-ს დამატება უფრო ეფექტურად უშლის ხელს ბაქტერიების გამრავლებას. ვაკუუმური შეფუთვის მეთოდის დამატებითი უპირატესობაა ჩამონაჭრების ერთნაირი ზომები, ხორცის აორთქლებითა და გამოშრობით მიღებული დანაკარგების შემცირება, სისუფთავის გაზრდა და მოხმარების მოხერხებულობა, ყუთში ჩალაგების, ტრანსპორტირებისა და საწყობში შენახვის სიმარტივე.

Details

ჩამონაჭრების სპეციფიკაცია და საბითუმო ვაჭრობა
(შეერთებულ შტატებში წარმოებული მაღალი ხარისხის ხორცის ყველა ...)

მარკირება
(Product code number, Internal coding system for Quality Control, Product Name)

შენახვა
(რამდენადაც ხორცი მალფუჭებადი პროდუქტია და მასზე ზემოქმედებას ახდენს ...)

საწყობში შენახვა
(ოპტიმალური შეფუთვისა და აკურატულად მოპყრობის შემთხვევაშიც კი ...)

Global Business Center, 468 North Camden Drive
Beverly Hills, California 90210
office: +1.310.860.7666
e-fax line: +1.323.395.0707
BIRD FLU INFO
From W.H.O. report
is no pandemic
of bird flu