სანკტ-პეტერბურგის პორტი, რუსეთი

პორტის აღწერა

მდებარეობა: ბალტიის ზღვის პორტი სანკტ-პეტერბურგში, ყოფილ ლენინგრადში, რომელიც მდებარეობს მდინარე ნევის დელტაში მდებარე კუნძულებზე, ნევის სათავესთან.
ძირითადი მონაცემები: პორტი ღიაა მთელი წლის განმავლობაში, ყინულმჭრელებისათვის კი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. არსებობს წყლის დონის შეცვლის ალბათობა, სანაპიროზე უპირატესი ქარების შესაბამისად. სანკტ-პეტერბურგის საზღვაო არხის სიგრძე დაახლოებით 15 საზღვაო მილის ტოლია და მას პორტის შესასვლელისაკენ მიჰყავხართ. ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანეა 80მ.
გადატვირთვების მონაცემები: ყოველწლიურად ხდება დაახლოებით 11 817 700 ტონა ტვირთის გადაზიდვა, 190 107 teu-ის ჩათვლით.
ტვირთის გამგზავრების ზონა: საზაფხულო ზონა 100 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გემებისათვის, საზამთრო ზონა 100 და ნაკლები მეტრის სიგრძის მქონე გემებისათვის. ზამთარი - 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე, ზაფხული - 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე.
მაქსიმალური ზომა: გემის მაქსიმალური ზომებია 260 მეტრი სიგრძე, 40 მეტრი სიგანე და 11 მ სიღრმე ფსკერიდან გემის ძირამდე.

გემების მაქსიმალური სიგრძე, გამომდინარე ნევის კარიბჭის ზომებიდან:
- 200 მეტრის სიგრძემდე გემები
ფსკერიდან გემის ძირამდე სიმაღლე 9 მეტრი
- 190 მეტრამდე
ფსკერიდან გემის ძირამდე სიმაღლე 9,5 მეტრი
- 180 მეტრამდე
ფსკერიდან გემის ძირამდე სიმაღლე 9,8 მეტრი

ჩამოსვლისათვის საჭირო ინფორმაცია

ჩამოსვლის სავარაუდო დრო: ჩამოსვლის სავარაუდო დრო შეთანხმებული უნდა იყოს სანკტ-პატერბურგის პორტის საზღვაო ადმინისტრაციასთან, პორტის ხელმძღვანელთან, სააგენტოს ან გემის კაპიტანის საშუალებით, ”შესასვლელთან” მისვლამდე 48, 24 და 2 საათით ადრე.
თუ სანკტ-პეტერბურგამდე მისვლას 48 საათზე ნაკლები სჭირდება, ჩამოსვლის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს გამგზავრების პორტიდან გემის გამოსვლიდან 2 საათში.

ჩამოსვლის სავარაუდო დროსთან ერთად მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. გემის სახელი, ნაციონალური კუთვნილება და ტიპი;
  2. გემის სასიგნალო საშუალებები;
  3. სანკტ-პეტერბურგში წარმომადგენლის, ანუ გემის მეპატრონედ წარდგენილი პირის სახელი;
  4. ჩამოსვლის თარიღი და დრო;
  5. გემის მაქსიმალური სიგრძე, სიგანე და წონა;
  6. რეალური ზომა ცხვირიდან უკანა ბოლო წერტილამდე;
  7. Nt.
  8. ტვირთის ტიპი და რაოდენობა;
  9. ყინულმჭრელების შემთხვევაში: ყინულმჭრელის ტიპი, ძრავის შესაძლებლობები და წევის ხრახნის მასალა.
გემის კაპიტანი პასუხისმგებელია ინფორმაციის სიზუსტეზე.
საჭირო დოკუმენტები:
  1. ძირითადი დეკლარაცია ან კაპიტნის დეკლარაცია;
  2. გემის ეკიპაჟის სია;
  3. გემის დოკუმენტები;
  4. დაზღვევის სერთიფიკატი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სხვა ფინანსური გარანტია ზარალის ანაზღაურებისათვის, ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში;
  5. გემის მეპატრონის ან მმართველის ლიცენზიის ასლები.
კავშირი:

სანკტ-პეტერბურგის რადიო (2,182 კილოჰერცი)
მაღალი სიხშირეები: პორტის კონტროლი, არხები 16 და 26. მოძრაობის კონტროლი, არხი 09.

ჯანმრთელობის დაცვის პირობები:

გემის კაპიტანმა სანკტ-პეტერბურგის სანიტარულ და კარანტინის სამსახურსა და კომპანიის სააგენტოს უნდა აცნობოს გემზე არსებული სანიტარულ-ეპიდემიური მდგომარეობის შესახებ (გამგზავრების პორტში ვირთხებისა და კოღოების არსებობა), არაუგვიანეს 48 საათისა, სანამ ”შესასვლელთან” მივიდოდეს. კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი ვირთხების შესახებ.

საბაჟო შემოწმება და იმიგრაცია:

საბაჟო შემოწმება ტარდება სანიტარული შემოწმების შემდეგ. გემის კაპიტანმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

დოკუმენტები ან მათი ასლები:

  1. General Declaration on IMO letterhead stating presence of weapons, ammunition, explosive substances and drugs.
  2. Cargo Declaration stating name of cargo, its quantity and presence of transit cargo or cargo without documents.
  3. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ბლანკზე დაწერილი ძირითადი დეკლარაცია იარაღის, აღჭურვილობის, მავნე ნივთიერებების ან ნარკოტიკების გემზე არსებობის შესახებ;
  4. დეკლარაცია ტვირთის შესახებ, სადაც მოცემულია ტვირთის დასახელება, რაოდენობა და აღნიშნულია სატრანზიტო ან დოკუმენტების გარეშე მყოფი ტვირთები;
  5. გემის ეკიპაჟის წევრების სია;
  6. გადახდის საშუალებების სია;
  7. ეკიპაჟის წევრების ქონების დეკლარაცია;
  8. სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების არსებობა გემზე;
  9. დეკლარაცია გემზე არსებული მარაგის შესახებ.
ტვირთის დოკუმენტაცია:
  1. ტვირთების ჩამონათვალი;
  2. დეკლარაცია გემის ტვირთის შესახებ;
  3. საბაჟო-გამტარ პუნქტებში წარსადგენი სხვა დოკუმენტაცია.

დროშები: გემზე უნდა ჩანდეს რუსეთის დროშა, ლოცმანის დროშა და ეროვნული დროშა.
ცნობა მზადყოფნის შესახებ: ჩამოსვლის შემდეგ კაპიტანმა (აგენტმა) რადიოთი უნდა გააკეთოს განაცხადი, პორტის უფლებამოსილი პირების მიერ გემის მიღების გასაკონტროლებლად

ნავიგაცია

პორტის საზღვრები: ზღვის მხრიდან სანკტ-პეტერბურგის პორტს ესაზღვრება: პარალელის გასწვივი და სამხრეთ დასავლეთისაკენ 427 მეტრით დაშორებული ზოლი, ნახშირის ნავმისადგომი (59°52'ჩრდილოეთით 030°12'აღმოსავლეთით) და სამხრეთის დამბა. შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთისაკენ ჩამოდის, ზღვის არხის გასწვრივ, სადაც იგი კვეთს მცირე რეიდს (59°58'ჩრდილოეთით 029°48'აღმოსავლეთით). ამის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გრძელდება ზღვის არხის სამხრეთ ნაწილის გასწვრივ და მიდის სამხრეთის დამბის ძირამდე. ხოლო შემდეგ ჩრდილოეთისაკენ მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, 2 საზღვაო მილის დაშორებით ნევის საზღვაო შესავლელის ნიშნამდე (59°56'ჩრდილოეთით 030°07'აღმოსავლეთით). შემდეგ კი სამხრეთით, ვასილიევის კუნძულისაკენ ინაცვლებს.
საზღვაო ნიშნები, ფარვატერები და არხები: ოკეანე გვაიძულებს აქ ზღვის არხის გავლით მოვხვდეთ. აქ არის 4 ბუნებრივი არხი, მდინარე ნევის დელტის გავლით. სამხრეთით მდებარეობს არხი, რომლითაც პატარა გემებს შეუძლიათ გადაკვეთონ მდინარის წყალდაბალი ნაწილი. არხების სიღრმე 2-დან 3 მეტრემდეა და ისინი ნევის უბიდან პირდაპირ ნევისაკენ მიდიან, ხოლო რამოდენიმე ტოტი მონიშნულია სასიგნალო კოშკურებით, მაიაკებით და ნიშნებით.
ლოცმანი: აუცილებელია. ჩვეულებრივ, ლოცმანებს გემები მიჰყავთ სასიგნალო კოშკურის გავლით სანკტ-პეტერბურგის პორტის ”შესასვლელამდე” (60°02'ჩრდილოეთით 029°26'აღმოსავლეთით) და ცლიან ნაპირზე. ცუდი ამინდის დროს გემი მიჰყვება ლოცმანის ნავს კრონშტადტში, სადაც ლოცმანი მას გააჩერებს. რადარების სანაპირო სადგურებიდან შესაძლებელია რეკომენდაციების მიღება.
ღუზის ჩაშვება სადგომზე: ზღვის მხრიდან პორტში შემომავალმა გემებმა ღუზა უნდა ჩაუშვან სასიგნალო კოშკურის ნიშნის ”შესასვლელის” მიხედვით (60°02' ჩრდილოეთით 029°26' აღმოსავლეთით). ამ ადგილზე წყლის სიღრმე იცვლება 20-25 მეტრის შუალედში, ფსკერი შედარებით ჭუჭყიანი და ქვიშიანია.
მიქცევ-მოქცევის დონე და დინება: მიქცევის მაქსიმალური დონეა 3,5მ (ჩრდილო-აღმოსავლეთის შემოდგომის ქარების დროს).
მისადგომები: 1000.
ამინდი და ქარის ძირითადი მიმართულება: სამხრეთ-დასავლეთის.
დიაგრამები: BA 2395, 2264; Sov 451. ლოცმანის საადმირალო NP20.
ტრანსპორტირების სქემები: VTS-ს აკონტროლებს SUDS (ტრანსპორტის დამარეგულირებელი სისტემა).
SUDS მოიცავს:
ტრანსპორტის საკონტროლო პოსტს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: დვინსკაიას 18, ტელ: +7.812.114.9495, ფაქსი: +7.812.186.0669.
სატრანსპორტო რეგულირების რადარების სანაპირო ავტომატურ სისტემას (BARS UDS), რომელიც მდებარეობს მდინარე ნევის უბის სამხრეთ სანაპიროზე, 1,4 საზღვაო მილით დაშორებით პეტროდვორეციდან, აღმოსავლეთის მიმართულებით, ტელ: +7.812.427.9804.
ლოცმანის გემს ”სანკტ-პეტერბურგი”, რომელიც მდებარეობს სასიგნალო კოშკურასთან, ”შესასვლელთან” (60°02’ ჩრდილოეთით, 029°26’ აღმოსავლეთით).
შეზღუდვები: შიდა რეიდებისა და სანკტ-პეტერბურგის საზღვაო არხში მოძრაობის დროს მაქსიმალური სიჩქარეა 6 კმ.

ბუქსირები: ხელმისაწვდომია. 170 მეტრამდე სიგრძის გემები, ზღვის ფსკერიდან გემის ძირამდე მინიმუმ 8,5 მ მანძილით, გადაყვანილი უნდა იქნას ბუქსირით, ნევის უბის მიმართულებით, სატყეო ნავსაყუდიდან სანკტ-პეტერბურგის საზღვაო არხში.

მისადგომები და ტვირთები

დასახელებები: პორტი დაყოფილია 4 სატვირთო ტერიტორიად. სადგომის საერთო სიგრძეა 8,4 კმ (7,2 კმ გამოიყენება ტვირთების ტრანსპორტირებისათვის, ხოლო 1,2 კმ ტექნიკური დანიშნულებისაა, ან გამოიყენება არამომუშავე გემების სადგომებად). პორტს უკავია 270 ჰექტარი ფართობი.
ძირითადი მისადგომები დიდ მოცულობებისათვის: ჩვეულებრივ, ძნელად ასაწევი ტვირთების გადმოტვირთვა ხდება პორტის მესამე მოედანზე. საჭიროების შემთვევაში შესაძლებელია რამდენიმე მოცურავე ამწეკრანის გამოყენება, რომელთაგან ერთის სიმძლავრეა 300 ტონა, მეორესი - 90 ტონა, დანარჩენების კი - 15 ტონა. ძნელად ასაწევი ტვირთების ჩატვირთვა შეიძლება მოხდეს 1-ლ და მე-2 მოედნებზე. ხის მასალების ჩატვირთვა ხდება მესამე მოედანზე, ”ხის მასალებისათვის სტივიდორული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის” მეშვეობით.
მეტალები: მეტალები ერთერთ მნიშვნელოვან ტვირთ წარმოადგენს პორტში. მათი ჩამოტვირთვა ხორციელდება 1-ლ, მე-2 და მე-3 სატვირთო მოედნებზე. მესამე მოედანზე კომპანია ”ნევა მეტალ ტრანსი” ახორციელებს შავი მეტალის ჩატვირთვებს. კომპანიის ძირითადი მიზანია დააჩქაროს გემების გადმოტვირთვის პროცესი და მისი ყურადღების ცენტრში ექცევა შავი მეტალი. კომპანიას საკუთრებაში აქვს დახურული საწყობი, საერთო ფართით 17000 მ2.
ხეტყის მასალის ტვირთი: ცელულოზისა და ქაღალდის შენახვა და ჩატვირთვა ხდება პირველ და მეორე სატვირთო მოედნებზე. ხის მასალის ჩატვირთვა ხდება მესამე მოედანზე, ”ხის მასალებისათვის სტივიდორული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის” მეშვეობით.
მშრალი ტვირთი: ხორბალი იტვირთება სპეციალურად აღჭურვილ ვაგონებში. ოკეანის გემებს შეუძლიათ გაჩერდნენ ღუზის ჩასაშვებ სადგომზე, სადაც დაუყოვნებლად ხდება ხორბლის გადატანა მდინარის გემებზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან სწრაფი მოქმედებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობით. შაქრის ჩამოტვირთვა ხდება პირველ ან მეორე მოედანზე და დაუყოვნებლად იტვირთება ვაგონებში. სასუქის ჩამოტვირთვა ხდება პირველ და მეორე მოედნებზე, დიდი მოცულობის კონტეინეტებიდან, ან სარკინიგზო ვაგონებიდან.
კალიუმის ნახშირორჟანგის ჩამოტვირთვა ხდება ვაგონებიდან ან უშუალოდ მდინარის გემებიდან. სპეციალური ტერმინალი არსებობს ნახშირის გადასატვირთად. იგი მდებარეობს 4 სატვირთო მოედნის მქონე ტერიტორიაზე და აღჭურვილია ორი მისადგომით. უზარმაზარი ღია ფართობი სხვადასხვა ტიპის ნახშირის ერთმანეთისაგან განცალკევებულად შენახვის საშუალებას იძლევა. ნახშირის ჩასატვირთად გამოიყენება ტრანსპორტიორი. ტევადობა - 7000 ტონა.
მისადგომები კონტეინერებისათვის: კონტეინერებით ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა საპორტო ფართობებზე, მაგრამ ამისათვის ყველაზე ხელსაყრელია მე-3 მოედანი, რომელშიც განთავსებულია კონტეინერებისათვის სპეციალიზირებული ტერმინალი. კონტეინერების ტერმინალის ტევადობაა 20000 კონტეინერი, რომელიც გათვლილია დღეში 300 კონტეინერზე.
მისადგომები ტანკერებისათვის: სითხეებისათვის: ნავთობის თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირება შესაძლებელია მდინარის ტანკერების საშუალებით, ღუზის ჩასაშვებ შიდა სადგომებზე (უშუალოდ ან შალანდის გამოყენებით), მე-2 და მე-3 მოედნებსა და მე-3 და მე-4 მოედნებს შორის ბასეინში.
შენახვა: შენახვა ხდება მექანიზირებულ სასაქონლო საწყობებში, ცივ საწყობებში (საყინულეებში) და ბეტონით შელესილ ღია ფარდულებში. დახურული საწყობების ფართობი შეადგენს 105000 მ2, ხოლო ღია საწყობების ფართობია 940000 მ2.
ტვირთი: გაყინული პროდუქტების ტვირთი ჩერდება პირველ და მეორე მოედნებზე და მათი გადატვირთვა დაუყოვნებლად ხდება სარკინიგზო ვაგონებში ან სახმელეთო ტრანსპორტში. ტომრებში ან ფუთებში მყოფი ტვირთი თავსდება სხვა სატვირთო მოედნებზე, გარდა საბოლოო ტვირთებისა (ასევე გარდა იმ ტვირთებისა, რომლებიც ჩამოვიდნენ ტრაილერის ტიპის გემებით).
ბალასტის/ჭუჭყის მოშორება: შესაძლებელია.
უსაფრთხოება: პორტის უსაფრთხოების სამსახურები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას დღე-ღამის განმავლობაში.

მთავარი

რემონტი: შესაძლებელია.
გემების დოკში დაყენების შესაძლებლობა: გემების გარემონტება შესაძლებელია კანონერსკის ეზოში, მაგრამ იგი არ ეკუთვნის პორტს.
ბუნკერები/არსენალები/წყალი: სუფთა წყალი - ხელმისაწვდომია.
საწვავით შევსება: ხელმისაწვდომია ბუნკერები და მათ, ჩვეულებრივ, მოგაწვდიან ბარჟებით ან შალანდებით.
სამედიცინო მომსახურეობა: ძირითადი - პორტში, რამოდენიმე საავადმყოფო ქალაქში.
ტრანსპორტი: უახლოესი აეროპორტი მდებარეობს პორტიდან 30 კმ მანძილზე. საერთაშორისო გადაფრენები სანკტ-პეტერბურგიდან.
უახლოესი რკინიგზა: სანკტ-პეტერბურგში.
ეკიპაჟის წევრების შეცვლა: შესაძლებელია.
კონსულები: ავსტრია, ბულგარეთი, კანადა, კუბა, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ინდოეთი, ირანი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლინეთი, შვედეთი და აშშ.

სანაპიროები: ხელმისაწვდონია სახელმწიფო და კომერციული საზღვრები.
საზოგადოებრივი დღესასწაულები: ახალი წელი, ქალთა საერთაშორისო დღე (8 მარტი), შრომის საერთაშორისო დღე (1 და 2 მაისი), გამარჯვების დღე (9 მაისი), კონსტიტუციის დღე (7 ოქტომბერი), ოქტომბრის რევოლუცია (7 და 8 ნოემბერი), სამუშაო საათები: დღე-ღამის განმავლობაში, 24 საათი.
მოვლენები: 2001 წლის აპრილში დაიწყო ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე ნევაზე, რადგან იგეგმება სატვირთო ტერმინალის რეკონსტრუქცია. მშენებლობა დაიწყო ფინეთის ყურეს სამხრეთ ნაწილში მომსახურეობის გასაუმჯობესებლად და გასაახლებლად. მიმდინარე პროექტებში გათვალისწინებულია ბერტ 101-ს მოდერნიზაცია, კონსტუქციების მშენებლობა გარემოს დაცვისათვის და კალიუმის ნახშირორჟანგის გადამამუშავებელი კომპლექსის აშენება ბერტ 106/7-ზე. 2001 წლის მაისში ასევე დასრულდა ტერმინალ ”პირველი კონტერინერი”-ს გაფართოება. ასევე ნახსენებია, რომ ბალტიკის სატვირთო ტერმინალიც ასევე დაიწყებს ფუნქციონირებას.
საზღვაო ექსპერტები: ხელმისაწვდომია.
ნაგავი: მზადაა გასატანად.
დეზინფექცია: შესაძლებელია.
დაბინძურება: კატეგორიულად აკრძალულია.