English version Russian version Armenian version Azerbaijan version Georgian version Kazakh version Turkish version Turkmenian version Ukrainian version
საწყობში შენახვა

ოპტიმალური შეფუთვისა და აკურატულად მოპყრობის შემთხვევაშიც კი, შეზღუდულია ახალი და გაყინული ხორცის პროდუქტების შენახვის შესაძლებლობები. ჩვეულებრივ პირობებში ახალი, გაყინული ხორცი და ვააკუუმურად შეფუთული ხორცი გამოსაყენებლად ვარგისია ცხოველის დაკვლიდან 60 დღის განმავლობაში. ტექნოლოგიის განვითარება კი ახალ მეთოდებს გვთავაზობს შენახვის ვადის გასაზრდელად, ზოგიერთ შემთხვევაში ასი წლითაც კი.

საყინულეებში ხორცის შენახვის დრო დამოკიდებულია ჩამონაჭრელის თვისებებზე, მაგრამ შეგვიძლია მოვიყვანოთ ზოგიერთი საშუალო მნიშვნელობა:

საქონლის ხორცი
თვე
სუბპროდუქტები
12
ახალი ჩამონაჭრები
12
დაუჭრელი საკლავი
9-12
ღორის ხორცი
თვე
ძეხვეული
12
სუბპროდუქტები
9-12
ახალი ჩამონაჭრები
6-9
დაუჭრელი საკლავი
6
ცხვრის ხორცი
თვე
სუბპროდუქტები
9-12
ახალი ჩამონაჭრები
6-9
დაუჭრელი საკლავი
4-6

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა დამოკიდებულია არამარტო შეფუთვაზე, არამედ მაცივრის ან საყინულის ტემპერატურაზე და, ასევე, ტემპერატურის ცვლილებებზე ტრანსპორტირების, დამუშავებისა და შენახვის დროს. ხორცის პროდუქტები, რომელთა დამუშავება მინიმალურ დროში ხდება და ინახება შერჩეულ მუდმივ ტემპერატურაზე, უკეთ ინარჩუნებს თავის თვისებებს, ვიდრე იგივე პროდუქტები, რომელთა დამუშავება უხეშად მოხდა ან ინახებოდა ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად. საცავში ტემპერატურული ნახტომები ამცირებს პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობას და ზრდის ტენიანობის დანაკარგს.

Details

ჩამონაჭრების სპეციფიკაცია და საბითუმო ვაჭრობა
(შეერთებულ შტატებში წარმოებული მაღალი ხარისხის ხორცის ყველა ...)

მარკირება
(Product code number, Internal coding system for Quality Control, Product Name)

შენახვა
(რამდენადაც ხორცი მალფუჭებადი პროდუქტია და მასზე ზემოქმედებას ახდენს ...)

საწყობში შენახვა
(ოპტიმალური შეფუთვისა და აკურატულად მოპყრობის შემთხვევაშიც კი ...)

Global Business Center, 468 North Camden Drive
Beverly Hills, California 90210
office: +1.310.860.7666
e-fax line: +1.323.395.0707
BIRD FLU INFO
From W.H.O. report
is no pandemic
of bird flu